თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინას $15 მილიონის „ბაირაქტარებს“ აჩუქებს

თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინას $15 მილიონის „ბაირაქტარებს“ აჩუქებს

სამხედრო აღჭურვილობის თურქული მწარმოებელი, Baykar-ი უკრაინის არმიას $15 მილიონის „ბაირაქტარებს“ აჩუქებს, – ასე გამოეხმაურა კომპანია უკრაინაში წამოწყებულ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებში უკრაინელმა ხალხმა სამი უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად თანხა შეაგროვა.

„Baykar-მა შეიტყო, რომ „სახალხო ბაირაქტარად“ წოდებული საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებში უკრაინელებმა საკუთარი სამშობლოს დასაცავად საჭირო Bayraktar TB2 ტიპის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად თანხა შეაგროვეს – წარმატებით დასრულდა.

კამპანიაში მონაწილეობა ბიზნესლიდერებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა მიიღეს და დიდი თუ მცირე შემოწირულებით, საერთო მიზანს რამდენიმე დღეში მიაღწიეს.

რამდენიმე TB2-სთვის შეგროვებულ თანხას Baykar-ი არ მიიღებს და უკრაინაში სამ უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გაგზავნის. გთხოვთ, რომ შეგროვებული ფული რთულ მდგომარეობაში მყოფ უკრაინელ ხალხს მოხმარდეს. გაოცებულნი ვართ მათი სოლიდარობითა და სიმტკიცით, რომელსაც ისინი სიძნელეების ფონზე იჩენენ“, – ვკითხულობთ Baykar-ის განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ TB2-ის ტიპის ერთეული უპილოტო საფრენი აპარატის ფასი დაახლოებით $5 მილიონს უდრის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *