ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი…
მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანის“ სამშენებლო სამუშაოები უკვე ფინალურ ფაზას უახლოვდება. სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი სპეციალური პირობებით სარგებლობა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ეწვიონ ოფისს და უკვე ადგილზე მიიღონ მათზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზებები მოქნილი გადახდის პირობებით.
მათთვის, ვინც ეძებს საინვესტიციო პროექტს გრძელვადიანი სარგებლის მისაღებად, მოედანი საუკეთესო არჩევანია. 1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი მდებარეობს ტურისტულად მიმზიდველ – თბილისის ისტორიულ უბანში და ერთ სივრცეში აერთიანებს 220 საცხოვრებელ აპარტამენტს, 80 ნომრიან პრემიუმ სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.
რა არის „მოედანის“ ინსპირაცია?
„მოედანის“ მთავარი ინსპირაცია არის „პიაცას“ ტიპის საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც ვხვდებით ევროპულ ქალაქებში. პროექტის სახელწოდებაც აქედან მოდის – „პიაცა“ ქართულად – „მოედანი“.
მთავარი მიზანი არის შეიქმნას სივრცე, რომელიც ქალაქის მთავარ თავშეყრის ადგილად იქცევა.
პროექტის ლოკაციაც ამ მხრივ შეირჩა, ძველ თბილისში, მოედანი იყო ადგილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირდება ადგილობრივებს, სხვადასხვა ეროვნების თუ კულტურის მქონე ადამიანებს და სწორედ აქ, იგრძნობოდა ყველაზე უფრო მეტად ქალაქის პულსაცია.
რა გამოარჩევს „მოედანს“?
ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში მდებარე პროექტი იქნება „ცხელი“ წერტილი, სადაც მოხდება სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანების გადაკვეთა.
ამ მიზეზით, პროექტის შემუშავებისას, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა საზოგადოებრივ სივრცეს – ეს არის ნახევარ ჰექტარზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულების მქონე რესტორნები, ბარები, კაფეები.
აქ სტუმრებს დახვდებათ განსხვავებული, თანამედროვე სტილის არქიტექტურა. დაბალ სართულიანი შენობები, კი იძლევა სივრცის აღქმის შესაძლებლობას.
ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს მიეცემათ საშუალება ცოცხალ და დინამიურ გარემოში იმუშაონ, დაისვენონ და ახალი კავშირები დაამყარონ.
პროექტ „მოედანზე“ მუშაობის პროცესი 2018 წლიდან, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტი აქტიურ ფაზაშია და უკვე მიმდინარე წლის ბოლოსკენ დასრულდება.
პროექტის პარტნიორია „თიბისი“ ბანკი.