პანდემიის პერიოდში, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციები გაიზარდა. თუმცა, გასულ კვირას მათი ნაწილის აქციების ფასი შემცირდა, მათ შორისაა, Amazon-ი, Google-ი და Facebook-ი. ამის მიზეზი კი მათ წინააღმდეგ მარეგულირებლების მიერ შესაძლო შემოწმებები გახდა. მაგალითად, Facebook-ს მონოპოლიზაციაში სდებენ ბრალს.
შესაბამისად, შემცირდა ტექკომპანიების დამფუძნებლების ქონებაც. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, 10 უმსხვილესი ტექ-კომპანიის მფლობელებმა გასულ კვირას ჯამში $9 მლრდ დაკარგეს.
გთავაზობთ იმ მილიარდერების ჩამონათვალს, რომელთა ქონებაც 4 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე ყველაზე მეტად შემცირდა:
- ამანსიო ორტეგა
ქონება: $74.4 მილიარდი, შემცირდა $3.1 მილიარდით
ქვეყანა: ესპანეთი
შემოსავლის წყარო: ZARA
- ჯეფ ბეზოსი
ქონება: $182.2 მილიარდი, შემცირდა $2.4 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
შემოსავლის წყარო: AMAZON
- მარკ ცუკერბერგი
ქონება: $100.5 მილიარდი, შემცირდა $2.2 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
შემოსავლის წყარო: FACEBOOK
- ლარი პეიჯი
ქონება: $78.3 მილიარდი, შემცირდა $2 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
შემოსავლის წყარო: GOOGLE
- სერგეი ბრინი
ქონება: $76 მილიარდი, შემცირდა $1.9 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
შემოსავლის წყარო: GOOGLE
- ვანგ ვეი
ქონება: $29.6 მილიარდი, შემცირდა $1.9 მილიარდით
ქვეყანა: ჩინეთი
ქონების წყარო: მიტანის სერვისი
- ფრანსუა პინო
ქონება: $45.6 მილიარდი, შემცირდა $1.8 მილიარდით
ქვეყანა: საფრანგეთი
ქონების წყარო: ძვირფასი ნივთები
- უორენ ბაფეტი
ქონება: $85.6 მილიარდი, შემცირდა $1.8 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: BERKSHIRE HATHAWAY
- ჰე სიანსცზიანი
ქონება: $35.3 მილიარდი, შემცირდა $1.6 მილიარდით
ქვეყანა: ჩინეთი
ქონების წყარო: საოჯახო ტექნიკა
- შელდონ ადელსონი
ქონება: $35.1 მილიარდი, შემცირდა $1.5 მილიარდით
ქვეყანა: აშშ
ქონების წყარო: კაზინოები