შვეიცარიული ბანკის, UBS-ის ანგარიშის თანახმად, მათ, ვინც გასულ წელს მილიარდერები გახდნენ, უფრო მეტი ფული და აქტივები მემკვიდრეობით მიიღეს, ვიდრე თავიანთი ინვესტიციებითა და მეწარმეობით გამოიმუშავეს.
ანგარიში მოიცავს 137 ადამიანს, რომლებმაც მილიარდერის სტატუსს 12-თვიანი კვლევის პერიოდში მიაღწიეს. UBS-ის თანახმად, მათგან 53-მა მემკვიდრეობით ერთობლივად $150.8 მილიარდი მიიღო. საპირისპიროდ კი, აღნიშნულ პერიოდში 84-მა თვითშემდგარმა მილიარდერებმა $140.7 მილიარდი გამოიმუშავა.
UBS-ის მილიარდერის ამბიციების ანგარიშის გამოქვეყნებიდან დღემდე, ცხრა წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა მეტი ქონება მიიღეს მემკვიდრეობით, ვიდრე გამოიმუშავეს.
UBS-ი მსგავსი სურათის შენარჩუნებას მომავალ წლებშიც პროგნოზირებს. შვეიცარიული ბანკის განცხადებით, 1000-ზე მეტი ხანდაზმული მილიარდერი, მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 5.2 ტრილიონ აშშ დოლარს დაუტოვებს თავის მემკვიდრეებს.
აღსანიშნავია, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით მილიარდერებად ქცეულთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ისინი საოჯახო ბიზნესის დატოვებას აპირებენ. ამის საპირისპიროდ, მემკვიდრეთა 43%-ის თქმით, საოჯახო ბიზნესს მაღალი რანგის თანამდებობაზე შეუერთდებიან.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც მემკვიდრეობით მიიღო სიმდიდრე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ქველმოქმედებისთვის გასცემს. მემკვიდრეობის გამცემი თაობიდან მილიარდერების 68%-მა განაცხადა, რომ მზადაა ქონება ფილანთროპული მიზნებისთვის გაიღოს. ამავეს მემკვიდრე თაობის მხოლოდ 32% აცხადებს.
ცნობისთვის, 2023 წლის UBS-ის მილიარდერის ამბიციების 2023 წლის ანგარიშის მონაცემები ბანკის მილიარდერი კლიენტების გამოკითხვით მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში შეგროვდა — კვლევა 79 რესპონდენტის პასუხებს ეფუძნება.