გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მობილური ოპერატორები

გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მობილური ოპერატორები

2017 წლეს, 17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 448,2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე). დეკემბერში მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლებმა 38,520,205.66 ლარი შეადგინა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, 12 თვის შემოსავლები მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია:

• მაგთიკომი – 206,8 მლნ ლარი
• ჯეოსელი – 165 მლნ ლარი
• ვიონი საქართველო (Beeline) – 74,6 მლნ ლარი
• სილქნეტი – მილიონ 39 ათასი ლარი
• ჯიმობაილი – 136 500 ათასი ლარი

დეკემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო და მან 17,820,197 ლარი შეადგინა, მას მოსდევს ჯეოსელი 13,998,329 ლარით და ბილაინი 6,618,117 ლარის შემოსავლით.

საქართველოში მობილურის 5,131,912 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგია:

• მაგთიკომი: 1,981,171
• ჯეოსელი: 1,783,236
• ბილაინი: 1,349,189
• სილქნეტი: 17,240
• ჯიმობაილი: 1,076

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *