მსოფლიო ავტოინდუსტრიის ამერიკული გიგანტი, General Motors-ი მეორეული ავტომობილების „ცხელ“ ბიზნესში შედის, რისთვისაც ახალ ბრენდს, CarBravo-ს 2022 წლის გაზაფხულზე გაუშვებს. აღსანიშნავია, რომ კერძო დილერებისა და უშუალოდ GM-ის საკუთრებაში არსებული მანქანების გარდა, საიტზე სხვა ბრენდების ავტომობილებიც განთავსდება, რითაც CarBravo მის მთავარ კონკურენტებთან, Carvana-სთან, CarMax-თან და Vroom-თან კონკურენციას გაუმარტივებს.
Tesla-სა და Lucid-ის მსგავსმა თანამედროვე ავტომწარმოებლებმა მანქანებით ვაჭრობის ახლებური ბიზნესმოდელი შეიმუშავეს – მომხმარებლები მათ მანქანებს პირდაპირ ვებგვერდიდან ყიდულობენ. ამრიგად, ტრადიციული ავტოდილერები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და, შეიძლება ითქვას, იძულებულები გახდნენ, გაერთიანებულიყვნენ.