Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

2025 წლის 20-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში, ისეთი მიმართულებების გარშემო, როგორიცაა:

  • WEB3​
  • ხელოვნური ინტელექტი (AI)​
  • ფინტექი (FinTech)​
  • აგროტექნოლოგიები (AgriTech)​
  • მედია​
  • ციფრული მარკეტინგი​
  • გეიმინგი​
  • კიბერსპორტი (E-Sport)

პირველ დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ,არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ  Side Event-ს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups.

დამატებით ინფორმაციას Side Event-ებზე სულ მალე იხილავთ. Side Event-ებზე დასწრების მსურველებმა ორგანიზატორების მხრიდან დადასტურების ეტაპი უნდა გაიარონ. 

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era კი რიგით მეორე დღეს, 21 ივნისს Radio City | District 4-ში ჩატარდება და გააერთიანებს 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას და 80 სპიკერს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სპიკერებს შორის იქნებიან:​

  • Bill Jackson – Netflix-ის კრეატიული დირექტორი​
  • Steve Chen – YouTube-ის თანადამფუძნებელი​
  • Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი
  • Matt Inick – Roblox-ის და Marvel Studio-ს ყოფილი ფინანსური დირექტორი
  • Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი
  • Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი
  • Karen Gillan – მსახიობი და რეჟისორი, რომელსაც მაყურებელი იცნობს Guardians of the Galaxy-ში, Jumanji-სა & Doctor Who-ში განსახიერებული როლებით
  • Shannon Lee – Warrior-ის მთავარი პროდიუსერი
  • John Nee – Cryptozoic Entertainment-ის თანადამფუძნებელი

სპიკერების სრული სია მალე გასაჯაროვდება.

Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ. პროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარსდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Outdoor-სცენა, Co-Working სივრცე, მედია სივრცე და Chillout ზონა, სპორტული ზონა, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციების ზონა და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ ქართული და უცხოური VC ფონდების წარმომადგენლებს, Family Office-ებს,  ანგელოზ ინვესტორებს, ტრადიციულ და ინოვაციურ სექტორებში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს.

პარტნიორების მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობების, DJსეტებისა და თეატრალური ნაწილის, ექსპო ზონის, გასართობი და სპორტული აქტივობების საშუალებით შექმნილი დინამიური და ინსპირაციული გარემო, დამსწრე საზოგადოებას ახალი ნეთვორქინგ სესიების გამართვისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნიკალურ შანსს მისცემს.

ღონისძიების შემაჯამებელი, მესამე დღე, 22 ივნისი, დაეთმობა ქართული კულტურის გაცნობის ტურსა და Community Partner-ების Side Event-ებს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდ-ელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით ხდება სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა სტარტაპ კონკურსისა და გამოფენისთვის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების დეტალებისთვის, შესაძლებელია ბმულზე: https://gtwt.ge

ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის სახელწოდებით “GTWT 2025: Shaping the New Era” დაწყებულია: https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025, სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება.

კონფერენციის მთავარი მხარდამჭერები არიან: TBC, GITA | Startup in Georgia, Adjara Group, ATARI, Ubisoft 

პლატინუმ მხარდამჭერები:  TEGETA, Georgia Travel

Community პარტნიორები: Startup Büro, Ad Summit, Hapttic, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, 8000 Vintages, Tbilisi Hills, D-Block, Tribe, Future Laboratory, Forbes Georgia, Political Tech Summit, Commschool, FINTECH ASSOCIATION OF GEORGIA.



Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ,  ახალი შესაძლებლობები ერთად აღმოაჩინონ.