გლობალურ კრიზისს, რომელიც არცერთს არ ჰგავს, განსხვავებული რეაგირება უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ ბლოგს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა აქვეყნებს. მისი თქმით, შექმნილი კრიზისი უფრო კომპლექსურია, ერთმანეთზე გადაჯაჭვული შოკებით, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკების მიმართულებით.
ის ასევე უფრო უჩვეულოა, და ჩვენ ვსწავლობთ ეტაპობრივად თუ როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება. მისივე თქმით, პანდემია ნამდვილად გლობალურია და “ის არ სცემს პატივს საზღვრებს“.
“წელს 170 ქვეყანა ნახავს, რომ შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე შემცირდება. სულ რაღაც თვეების წინ, ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ 160 ქვეყანაში შემოსავლების ზრდა დაფიქსირდებოდა“, – წერს გეორგიევა.
გეორგიევას თქმით, ამ დრომდე ფისკალურმა ზომებმა $8 ტრილიონი შეადგინა და ცენტრალურმა ბანკებმა შექმნილ ვითარებაში მასშტაბური ზომები მიიღეს.
“ჩვენი მხრიდან, IMF-ს $1 ტრილიონის სესხების შესაძლებლობა აქვს, რაც ოთხჯერ მეტია ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. ამ კრიზისის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად გაგვეზარდა სწრაფად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი წევრებისთვის“, – ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, 103–მა ქვეყანამ მიმართა ფონდს დახმარებისთვის. აღმასრულებელი საბჭო მათ მოთხოვნებს თვის ბოლომდე გასცემს პასუხს.
ასევე გეორგიევას თქმით, ფონდმა მხარი დაუჭირა სასესხო გადახდების შეჩერებას მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის 2020 წლის ბოლომდე. ეს დაახლოებით $12 მილიარდის მოცულობისაა.
“ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ აქტიურად იმაზე თუ საით მიდის ეს კრიზისი და როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ ჩვენს წევრ ქვეყნებს, რათა გავითვალისწინოთ რისკებიც და შესაძლებლობებიც. თუ ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოწვევას, რათა თავიდან ავირიდოთ გლობალურ ეკონომიკაში ნაიარევები, ჩვენ ვიქნებით უმოწყალო ჩვენს მცდელობებში, რათა ავირიდოთ მტკივნეული და ხანგრძლივი რეცესია“, – წერს გეორგიევა.
მისივე თქმით, ფონდის ყველაზე ღარიბი წევრებისთვის საჭიროა კიდევ უფრო მეტი ფინანსების უზრუნველყოფა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი გაურკვევლობა არსებობს ჩვენს მომავალთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად.