სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) 2017 წლის პირველ ნახევარში 161 მლნ ლარის მოგება მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 68,8 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია. კორპორაციის 6 თვის არაუდირებული ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, გაიზარდა კომპანიის შემოსავალიც და მან 416 მლნ ლარი შეადგინა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავალი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 58%-ით გაიზარდა.
შემოსავლები სხვადასხვა წყაროებიდან შემდეგნაირად ნაწილდება:
- ბუნებრივი აირის გაყიდვა: 263 მლნ ლარი
- ელექტროენერგიის გენერაციიდან მიღებული შემოსავალი: 98 მლნ ლარი
- გაზის მილსადენებიდან მიღებული შემოსავალი: 40 მლნ ლარი
- ნავთობის ტრანსპორტირების საფასური: 9,8 მლნ ლარი
- ნედლი ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი: 4,9 მლნ ლარი
ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია.