Google Cloud-მა ბიზნეს აპლიკაციების პლატფორმა შექმნა

Google Cloud-მა ბიზნეს აპლიკაციების პლატფორმა შექმნა

Google Cloud-მა ბიზნეს აპლიკაციების პლატფორმა შექმნა. კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანიამ სერვისების ფართო არჩევანის ერთ სივრცეში ინტეგრირება გადაწყვიტა. ცნობისთვის, ყოველდღიური კომერციული პრობლემების გადასაჭრელად Google-ს პლატფორმები Apigee და AppSheet-ი აქვს შესყიდული.

ამასთან ერთად, Google-მა ორ ახალ სერვისს (Apigee-სა და AppSheet-ს) კიდევ უფრო მეტი ფუნქცია შემატა. ერთად, Apigee-ც და Appsheet-იც ახალი სააპლიკაციო პლატფორმის სახით დეველოპერებს მნიშვნელოვნად დაეხმარება და მომსახურების მიღებას გაუმარტივებს.

“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ახალი კომერციული სააპლიკაციო პლატფორმა დიდ ანგარიშს გაუწევს როგორც ტექნიკურ, ასევე კომერციულ დეველოპერებს ახალი აპლიკაციებს შექმნაში, გაფართოებაში, ერთმანეთთან დაკავშირებასა და დაშენებაში,” – აცხადებს Google-ი.

ცნობისთვის, AppSheet-ი პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია აპლიკაციების შექმნა მობილურებისთვის, ტაბლეტებისა და ვებისთვის. ხოლო Apigee აპლიკაციების მართვისა და ანალიზის პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *