Google-ი ინდოეთის სიდიდით მეორე ტელესაკომუნიკაციო კომპანიაში $1 მილიარდს დააბანდებს

Google-ი ინდოეთის სიდიდით მეორე ტელესაკომუნიკაციო კომპანიაში $1 მილიარდს დააბანდებს

მას მერე, რაც 2020 წლის ზაფხულში Google-მა ინდოეთის უმსხვილეს ტელესაკომუნიკაციო კომპანიაში, Jio-ში $4.5 მილიარდი დააბანდა, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა საკუთარი ინდური პორტფელი კიდევ უფრო გაზარდა და მას სიდიდით მეორე ტელესაკომუნიკაციო კომპანია, Airtel-ი შემატა – ამ კომპანიაში Google-ი $1 მილიარდამდე თანხის დაბანდებას გეგმავს.

„Airtel-ში განხორციელებული ჩვენი კომერციული და კაპიტალური ინვესტიცია, Google for India Digitalization Fund-ის მიერ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სმარტფონებთან წვდომის გაზრდის გზაზე“, – აღნიშნა Google-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ.

გარიგება შემდეგნაირია: $700 მილიონად Google-მა Airtel-ის 1.28%-იანი წილი შეიძინა, ხოლო $300 მილიონი დამატებით კომერციულ გარიგებებს მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ Google-ი და Airtel-ი ინდური გიგანტის ანდროიდ-მოწყობილობების პორტფელის გაზრდას გეგემავს, მაგრამ რა გზით აპირებენ კომპანიები ამ მიზნის მიღწევას, ჯერჯერობით უცნობია. ამასთანავე, კომპანიები მსხვილ სტრატეგიულ მიზნებზეც ერთად იმუშავებენ – მათ შორის 5G ქსელის სტანდარტებსა და ქლაუდ-ეკოსისტემებზე.