Google–ი Chrome-ის ორ მილიარდ მომხმარებელს გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს განაახლონ ბრაუზერის (81.0.4044.113) ბოლო ვერსია. განახლება მნიშნელოვანია უსაფრთხოების მიზნით.
Chrome–ის ბრაუზერი 81.0.4044.113 გამოიყენება Windows-ის, Mac-ისა და Linux-ის პროგრამებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თუ თქვენი Chrome-ის ვერსიას ვადა გაუვიდა, პოტენციური თავდასხმის მიმართ მოწყვლადი ხდებით.
“პროგრამული შეცდომების დეტალებზე და ლინკებზე შესაძლოა წვდომა შეიზღუდოს მანამ, ვიდრე მომხმარებლების უმრავლესობა არ განაახლებს Chrome-ს“, – აცხადებენ კომპანიაში.