Hollywood-ი ბლოკბასტერების გადაღებაში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

Hollywood-ი ბლოკბასტერების გადაღებაში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

Hollywood-ის ძირითადი  სტუდია  Warner Bros-ი თანამშრომლობას გეგმავს Cinelytic-თან. აღნიშნული კომპანია Warner Bros-ს დაეხმარება წინასწარ განსაზღვროს ფილმის წარმატების ალბათობა, ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა მსახიობები, ბიუჯეტი და ბრენდი. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.

სავარაუდოდ, Warner Bros.-ი Cinelytic-ის პროგრამას პროექტის შესწავლის პროცესში გამოიყენებს, რომელსაც სტუდია გაივლის ფილმის დამტკიცებამდე.

Cinelytic-ის პლატფორმას შეუძლია განსაზღვროს რომელი მსახიობი რამდენად მომგებიანია, რა რაოდენობის თანხის გამომუშავებას შესძლებს ფილმი კინოთეატრებში გაქირავებიდან ან სავაჭრო ობიექტებში გაყიდვებიდან (მაგ. DVD-ბზე).

აღსანიშნავია, რომ Cinelytic-ს ნამდვილად არ შეუძლია განსაზღვროს ფილმის მხატვრული ღირებულება, მაგრამ პლატფორმა აშკარად დაეხმარება Warner Bros.-ს წარმატებული და წარუმატებული იდეების გამიჯვნაში, რაც სტუდიას მოგებიანობის გაზრდაში დაეხმარება.

როგორც გამოცემა წერს, Warner Bros-ი არ არის ერთადერთი სტუდია Hollywood-ში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს, მაგალითად  20th Century Fox-ი ბოლო რამოდენიმე წელია იყენებს მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც Merlin-ი ეწოდება.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.