ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 443 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მოგებაზე 21 მლნ ლარით (5%-ით) ნაკლებია.
მიმდინარე წლის ივლისში ბანკების წმინდა მოგებამ 83 მლნ ლარი შეადგინა, რაც 29 მლნ ლარით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე.
ივლისში ბანკების შემოსავლებმა 387 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 301 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 86 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში