იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 11 პროცენტით შემცირდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 11 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის ოქტომბერში 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 2.2%-ით (7 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 23.5%-ით (217 მლნ დოლარით) შემცირდა. 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 313 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 706 მლნ დოლარი შეადგინა.

ოქტომბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -393 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე 210 მლნ დოლარით ნაკლებია.

10 თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 11%-ით, ხოლო იმპორტი 16.6%-ით შემცირდა. 10 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -3 729 მლნ დოლარია. გასული წლის 10 თვეში უარყოფითი ბალანსი თითქმის მილიარდი დოლარით მეტი იყო.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილზე ჩინეთია (419 მლნ დოლარი), მეორეზე აზერბაიჯანი (365 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე რუსეთია (351 მლნ დოლარი).

საქართველოს საექსპორტო საქონელში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია (619 მლნ დოლარი), მეორეზე ფეროშენადნობები (198 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე ღვინოა (163 მლნ დოლარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *