იანვარ-სექტემბერში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 129.3 მილიონი ლარი შევიდა

იანვარ-სექტემბერში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 129.3 მილიონი ლარი შევიდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2015 წლის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს მოიცავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში პრივატიზაციის შედეგად 129.3 მილიონი ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 76 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალმა 53.3 მილიონი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდაან შემოსავალი ძირითადად შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან შევიდა, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტებში მიწის გაყიდვიდან.

აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის გამყარების ხელშესაწყობად, მთავრობა გეგმავდა პრივატიზაციიდან მოეზიდა 300 მილიონ დოლარამდე, თუმცა მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ჯერ-ჯერობით მხოლოდ 129.3 მილიონი ლარია ბიუჯეტში შემოსული, რაც დაახლოებით 60 მილიონი დოლარია.

ცხრილი – სახელმწიფოს შემოსავალი არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან (პრივატიზაციიდან):

(მილიონ ლარებში)

სახელმწიფო ბიუჯეტში

ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი

ჯამი

სულ

76

53.3

129.3

ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

73.6

13.3

86.9

მათშორის: შენობებისადანაგებობებისგაყიდვიდან

72.5

13.2

85.7

მიწის გაყიდვიდან

2.4

40

42.4

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.