ლარში განთავსებული დეპოზიტები შემცირებას განაგრძობს

ლარში განთავსებული დეპოზიტები შემცირებას განაგრძობს

2015 წლის სექტემბერში საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 35 მილიონი ლარით შემცირდა. შემცირება ვადიანი დეპოზიტების 56 მილიონით შემცირებამ გამოიწვია. წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე კი ლარში განხორციელებული დეპოზიტები ჯამში 311 მილიონი ლარითაა შემცირებული, მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 158 მილიონი ლარით შემცირდა.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები სექტემბერში 114 მილიონი დოლარით გაიზარდა. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 1% პუნქტით გაიზარდა და 68.8% შეადგინა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 10.2 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.3%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 8.1%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.