იანვარ-თებერვალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 10 პროცენტით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 10 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების გაერთიანებული დოკუმენტი) საგადასახადო შემოსავლები 10%-ით (150 მლნ ლარით) გაიზარდა. თანხობრივად ყველაზე მაღალი ზრდა დამატებული ღრებულების გადასახადშია – 66 მლნ ლარი. შემდეგ მოდის საშემოსავლო გადასახადი 33 მლნ ლარით. პროცენტულად ყველაზე მეტად მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა – 31%-ით. შემცირდა იმპორტის და ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი – 5 მლნ ლარით.

იანვარ-თებერვალში, ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 1 655 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავალი შევიდა. ფინანსთა სამინისტროს კვარტალური გეგმების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) ნაერთ ბიუჯეტში 2 578 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავალი უნდა შევიდეს. გამოდის, რომ პირველი კვარტლის გეგმის შესასრულებლად მარტში 923 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავლის მიღებაა საჭირო. 2018 წლის მარტში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 945 მლნ ლარი იყო.

ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახო შემოსავლები იანვარ-თებერვალში, მლნ ლარი

დასახელება

2018 წლის         იანვარ-თებერვალი

2019 წლის         იანვარ-თებერვალი

ზრდა,    მლნ ლარი

ზრდა, %

დამატებული ღრებულების

727

793

66

9.1%

საშემოსავლო

531

564

33

6.3%

აქციზი

203

222

19

9.1%

მოგების

75

98

23

31.0%

იმპორტის

13

10

-3

-20.6%

ქონების

5

3

-2

-41.2%

სხვა არაკლასიფიცირებული

-49

-36

13

-26.1%

სულ

1505

1655

150

10.0%

წყარო: სახელმწიფო ხაზინა