იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები შემცირდა

იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები შემცირდა

2016 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 628 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 97 მილიონი ლარით (13%-ით) ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საგადასახადო შემოსავლები 558 მილიონი ლარი იყო, რაც მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტია, გასული წლის იანვრის მაჩვენებელზე. ამასთან, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 460 მილიონი ლარით მეტი საგადასახადო შემოსავალია დაგეგმილი.

წლის პირველ თვეში ბიუჯეტის გადასახდელებმა 676 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 19 მილიონი ლარით (3%-ით) მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რადგან შემოსულობები შემცირდა, ხოლო გადასახდელები (ხარჯები) გაიზარდა, მთავრობას მოუხდა გარკვეული ხარჯები ბიუჯეტის ნაშთზე არსებული ფულიდან დაეფარა. შედეგად, ბიუჯეტის ნაშთი 47 მილიონი ლარით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.