იანვარში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.6 პროცენტით გაძვირდა

იანვარში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.6 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის იანვართან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 47%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 6.9%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 6.7%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 12.3%-ით, რეზინისა და პლასტმასის წარმოება 8.3%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 14%-ით. ტყავის და ტყავის ნაწარმის წარმოება 5.7%-ით გაიაფდა, საფეიქრო ნაწარმის 0.4%-ით.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

[RECOMMENDED]

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.