იანვარში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში 2017 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 25%-ით (44.8 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 8.7%-ით (51 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში, წინა წლებში, თებერვლის თვეში განხორციელებულ ექსპორტის მაჩვენებლებში.

2018 წლის თებერვალში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 224 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 640 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 416 მლნ დოლარია, რაც 2017 წლის თებერვლის უარყოფით ბალანსზე 6 მლნ დოლარით მეტია.

ორი თვის ჯამში, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 25.5%-ით, ხოლო იმპორტი 13.3%-ით გაიზარდა.

იანვრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მარტს გამოქვეყნდება.