იანვარში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 38 პროცენტით შემცირდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 38 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 38%-ით (23 მილიონი დოლარით) შემცირდა და 38 მილიონი დოლარი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 25.7 მილიონი დოლარით (46%-ით) შემცირდა. თუმცა, რუსეთში ექსპორტი 21%-ით (1.7 მლნ დოლარით) გაიზარდა.

იანვარში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთის (9 მილიონი დოლარი), შვეიცარიის (7 მლნ დოლარი),  უზბეკეთის (4.5 მლნ დოლარი), ესპანეთის (4.3 მლნ დოლარი) და საუდის არაბეთის (4 მლნ დოლარი) მიმართულებით. ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა აზერბაიჯანში (24.7 მლნ დოლარი), ნიდერლანდებში (11.7 მლნ დოლარი), ბულგარეთში (6 მლნ დოლარი) და გერმანიაში (5.2 მლნ დოლარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *