იანვარში საქართველოში 200 ათასამდე უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა

იანვარში საქართველოში 200 ათასამდე უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 ვიზიტორი შემოვიდა, მათგან 163,615 იყო ტურისტი (24 საათზე მეტხანს გაჩერდა საქართველოში).

2021 წლის იანვართან შედარებით, წელს იანვარში 5.7-ჯერ (164 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 5.6-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წლის იანვართან შედარებით, ვიზიტორების რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2019 წლის იანვარში 329 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის იანვარში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 142 ათასით მეტი იყო.

მიმდინარე წლის იანვარში ყველზე მეტი ვიზიტორი – 31.8 ათასი თურქეთიდან შემოვიდა. რუსეთიდან 28.4 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, სომხეთიდან – 19.6 ათასი, უკრაინიდან – 12.6 ათასი და ისრაელიდან – 8.2 ათასი.

10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

 

ქვეყანა

ვიზიტორების რაოდენობა

1

თურქეთი

31,775

2

რუსეთი

28,381

3

სომხეთი

19,606

4

უკრაინა

12,631

5

ისრაელი

8,240

6

აზერბაიჯანი

7,221

7

ყაზახეთი

4,552

8

საუდის არაბეთი

4,439

9

ირანი

4,083

10

ბელარუსი

3,678

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია