იანვარში საქართველოს ექსპორტი 48 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 48 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 48%-ით (107 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 39%-ით (216 მლნ დოლარით) გაიზარდა. ექსპორტის 48%-ით ზრდას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ გასული წლის იანვარში ექსპორტი 16%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვართან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტი 24%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის იანვარში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 331 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 778 მლნ დოლარი შეადგინა. იანვრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 447 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის იანვრის უარყოფით ბალანსზე 110 მლნ დოლარით მეტია.

იანვრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 თებერვალს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.