იანვარში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 26 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 26 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით 17.4 მლნ დოლარით (26%-ით) გაიზარდა. 2014 წლის იანვართან შედარებით კი 14.5 მლნ დოლარით არის შემცირებული. იანვარში სულ 84 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1.5 მლნ დოლარით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 6.6 მლნ დოლარით (33.5%-ით) გაიზარდა, ისრაელიდან 3.2 მლნ დოლარით (99.2%-ით), აშშ-დან და თურქეთიდან შესაბამისად 1.9 და 1.9 მლნ დოლარით გაიზარდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა (მილიონი დოლარი)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *