ფედერალური ჩანაწერების თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ჯგუფს $75 მილიონიანი შესწირა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დონორი გახდა.
ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მასკის მიერ მხარდაჭერილმა America PAC-ის ჯგუფმა ივლის-სექტემბრის პერიოდში საარჩევნო კამპანიაში $72 მილიონი დახარჯა. ცნობისთვის, აღნიშნული პროტრამპისტული მოძრაობის მიზანი “მერყევ შტატებში” ტრამპის მხარდაჭერის გაზრდაა.
ილონ მასკი წარსულში დემოკრატების მხარდამჭერი იყო. მისივე თქმით, ხმასაც დემოკრატ ლიდერებს აძლევდა. თუმცა ივლისში ის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთო და პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას მის გვერდითაც აღმოჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მხარდაჭერამდე ილონ მასკი კონსერვატორულ ჯგუფებს წლების განმავლობაში საიდუმლოდ აფინანსებდა.
საინტერესოა, რომ მსხვილი დონორებიდან რესპუბლიკელთა მხარდამჭერ მოძრაობებს დიდი მოცულობით თანხა კაზინოების ამერიკელმა მაგნატმა მირიამ ადელსონმაც შესწირა. ამ უკანასკნელმა დონაციის სახით, იმავე პერიოდში Preserve America PAC-ისთვის $95 მილიონი გაიღო.