IMF-მა ეკონომიკური პროგნოზი განაახლა – რას ელოდებიან საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

IMF-მა ეკონომიკური პროგნოზი განაახლა – რას ელოდებიან საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა (WEO) განაახლა. ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება; უფრო ოპტიმისტურია IMF-ის პროგნოზი 2022 წლისთვის და ის 6%-იან ზრდას შეადგენს. 

არსებული მონაცემებით, 2020 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა, შესაბამისად იმისთვის, რომ IMF-ის პროგნოზი გამართლდეს, წლის ბოლო კვარტალში რეცესია 4%-ზე მეტი არ უნდა იყოს. 

IMF-ის მსგავსად საქართველოს მთავრობაც 2021 წელს 5%-იან აღდგენას მოელის, სწორედ ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტიც. შედარებისთვის ეს შედარებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზია, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს 4%-იან აღდგენას ელის. 

შედარებისთვის: რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია:

სომხეთი – 2020 წელს ვარდნა 4.5%, 2021 წელს აღდგენა – 3.5%;
თურქეთი – 2020 წელს ვარდნა 5%, 2021 წელს აღდგენა – 5%;
ყაზახეთი – 2020 წელს ვარდნა 2.7%, 2021 წელს აღდგენა – 3%;
უკრაინა – 2020 წელს ვარდნა 7.2%, 2021 წელს აღდგენა – 3%;
რუსეთი – 2020 წელს ვარდნა 4.1%, 2021 წელს აღდგენა – 2.8%;
ბელარუსი – 2020 წელს ვარდნა 3%, 2021 წელს აღდგენა – 2.2%;
აზერბაიჯანი – 2020 წელს ვარდნა 4%, 2021 წელს აღდგენა – 2%;

ევროკავშირი – 2020 წელს ვარდნა 7.2%, 2021 წელს აღდგენა – 4.7%;
რუსეთი – 2020 წელს ვარდნა 4.4%, 2021 წელს აღდგენა – 5.2%.

2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, IMF-ი წელს საქართველოსთვის 4%-იან რეცესიას პროგნოზირებდა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *