თითქმის ყველა სექტორში ბიზნესის დაწყების შემდეგ, ინდოელი მილიარდერის მაკეშ ამბანის კომპანია Reliance Industries-ი უნიკალურ პროექტზე იწყებს მუშაობას. კერძოდ, მათ სურთ, რომ ინდოეთის შტატ გუჯარათში მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი ააშენონ. კონგლომერატი, რომელიც სწორედ გუჯარათის შტატში უმსხვილეს ნავთობგადამმუშავებელ კომპლექსს ფლობს, ზოოპარკს ქალაქ ჯამნაგარში ააშენებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ზოოპარკი 100 სახეობის ცხოველს, ფრინველსა და რეპტილიას მოუყრის თავს მთელი მსოფლიოდან. ზოოპარკში განთავსებულ ცხოველებს შორის იქნებიან აფრიკული ლომი, იაგუარი, ინდური მგელი, ბენგალური ვეფხვი, გორილა, ზებრა, ჟირაფი, აფრიკული სპილო, კომორის ვარანი, ორანგუტანი, ლემური და სხვა.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ცხოველთა სამაშველო ცენტრის გახსნა, რომელიც ადგილობრივ მთავრობას დაეხმარება. აღნიშნული ცენტრის გახსნა 2023 წელს იგეგმება. კომპლექსს დაერქმევა „მწვანე ზოოლოგიური გადარჩენისა და რეაბილიტაციის სამეფო“.