Intel-მა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ენერგოეფექტიანი ჩიპი შექმნა

Intel-მა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ენერგოეფექტიანი ჩიპი შექმნა

მიკროჩიპების მსოფლიო გიგანტმა, Intel-მა, რომელიც ბოლო ხანებში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით აქტიურად დაინტერესდა, კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ენერგოეფექტიანი მიკროჩიპი გამოუშვა, რომელსაც კომპანიაში „ბლოკჩეინ-აქსელერატორს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული მიკროჩიპის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა, ორი მსხვილი კლიენტი Intel-ს უკვე ჰყავს: ახალი ჩიპით ჯეკ დორსის Block-ი და ბიტკოინის მაინინგ-კომპანია GRIID-ი დაინტერესდნენ.

„გვაქვს მოლოდინი, რომ წრედებზე განხორციელებული ჩვენი ინოვაციების შედეგად მიღებული ბლოკჩეინ-აქსელერატორი თითოეულ ვატთან თანაფარდობით 1000-ჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე SHA-256-ტიპის მაინინგისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორები“, – განაცხადა Intel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, რაჯა კოდურიმ. ცნობისთვის, SHA-256 ის ჰეშ-ალგორითმია, რომლითაც ბიტკოინი და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტა იწარმოება.

Intel-ის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების კონტექსტის ანალიზისას ორი რამ იკვეთება: კომპანიაში ხვდებიან, რომ ბლოკჩეინი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა, ამასთანავე, ისინი გარემოზე მის უარყოფით გავლენასაც არ მალავენ – ეს ენერგოეფექტიანი ჩიპიც ამის მანიშნებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *