ინტერნეტვარჯიშების დედოფლის წარმატების ისტორია

ინტერნეტვარჯიშების დედოფლის წარმატების ისტორია

განსაცვიფრებელია კაილა იცინესის გარდასახვა ტინეიჯერი პირადი მწვრთნელიდან ინტერნეტის ფიტნესის უდავო დედოფლად და მულტიმილიონერად. მისი წარმატების ისტორია კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამხელა ძალა აქვს სოციალურ მედიას ჭეშმარიტი მოძრაობის შენებაში.

ავსტრალიის სიდიდით მეხუთე ქალაქ ადელაიდის მკვიდრი 25 წლის კაილა ზედამხედველობს იმპერიას, რომელიც ამჟამად მოიცავს ელექტრონულ წიგნებს, სტადიონის ტურნირს, სქელყდიან ბესტსელერს და უზომოდ პოპულარულ აპლიკაცია Sweat With Kayla-ს, რომელიც 2016 წელს iOS-სადა Google Play-ზე ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაცია იყო. ანალიტიკური ფირმა App Annie-ის მონაცემებით ამ აპლიკაციიდან მიღებულმა შემოსავალმა $17 მილიონი შეადგინა.

კაილა იცინესი ლიდერობს Forbes- ის “ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიას” ფიტნეს-კატეგორიაში. აღნიშნულ კატეგორიაში ასევე მოხვდნენ ჯენ სელტერი (#2), რომელმაც თავისი სპორტული დარბაზის მისაღებიდან “უკანალის გასამკვრივებელი ვარჯიშების” მოძრაობის ლიდერის პოზიციაზეგადაინაცვლა; ჯოი ვიკსი (#5), ბრიტანელი ქალბატონი, რომელმაც Twitter-ზე გაშვებული შთამაგონებელი ფიდებიძალზე მოგებიან კულინარიულ წიგნად და DVD სერიებად აქცია. ხოლო მეათე პოზიცია ამ კატეგორიაში უკავია წარმოშობით შვედ რეიჩელ ბრატენს, რომელსაც ყველა იცნობს როგორც “იოგას გოგონას”. მის თითოეულ პოსტს Instagram-ზე $25,000-ზე მეტი მოაქვს.

მთელ მსოფლიოში ასიათასობით ქალბატონი $19.99-ს ხარჯავს კაილა იცინესის მიერ შექმნილი ვარჯიშების პროგრამა Bikini Body Training Guide- ზე, რომელიც მათ ბიკინის მოსარგებად საჭირო სხეულის ფორმების დაყენებაში ეხმარება. თავის მხრივ, ეს ქალბატონები საკუთარ მიმდევრებს პროგრესისა და მიღწეული შედეგების შესახებ #bbg ჰეშთაგით აუწყებენ. კაილა იცინესმა და მისმა პარტნიორმა ტობი პირსმავარჯიშებისა და სწორი კვების ეს გეგმა 2014 წელს შექმნეს.

2017 წლის მარტიდან Instagram- ის 10 მილიონზე მეტ პოსტში იყო გამოყენებული ჰეშთაგები #bbg-ი, #bbgprogress-ი და #bbgcommunity. თავად კაილი იცინესის მიმდევრების რაოდენობამ სურათების გაზიარების აპლიკაციაში 6.6 მილიონს გადააჭარბა.

კაილი იცინესის კულტის ზრდა სრულიად ორგანულად მოხდა. 2000 წლის პირველი თვეების მიწურულს, მენეჯერის წასვლის შემდეგ ადელაიდის სპორტულ დარბაზში მარტო დარჩენილმა ჯერ კიდევ ტინეიჯერმა კაილიმ დაიწყო მუშაობა ვარჯიშების ისეთი პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქალბატონებისათვის სხეულის ყველაზე პრობლემური ადგილების – პრესის, ხელებისა და ბარძაყების ფორმის – ვარჯიშით გამოსწორებას: როდესაც მისმა კლიენტებმა თავიანთ სხეულზე ცვლილებები შენიშნეს, მათ ამის შესახებ ინტერნეტით დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება. 2012 წელს კაილიმ გადაწყვიტა, თავადაც ესარგებლა საკუთარი მიმდევრების მზარდი რიცხვით.

“სწორედ მაშინ გადავწყვიტე Instagram-სა და Facebook-ზე საკუთარი ადგილის მოპოვება იმისათვის, რომ ჩემი ვარჯიშებისა და სწორი კვების მეთოდები გამეზიარებინა”, – იცინესი საკუთარ ვებგვერდზე წერს:

“ჩემი კლიენტების გარდასახვის ამსახველი ფოტოების, ჯანსაღი კვების შესახებ იდეებისა და ვარჯიშთან დაკავშირებული რჩევების ატვირთვამ საშუალება მომცა, ათასობით ქალისათვის უფრო ჯანსაღი ცხოვრების სტილისაკენ მებიძგა და ეს მე უზარმაზარ ბედნიერებას მანიჭებს”.

დღეს მისი მიმდევრები საფეხბურთო სტადიონებს ავსებენ; 2016 წელს კაილის ამერიკული ტურნე SweatTour- ის ბილეთები დაახლოებით ერთ საათში გაიყიდა. სუპერფანები რიგში იდგნენ, რომ კაილი იცინესთანსელფიგადაეღოთ. ზოგიერთი მათგანი სიხარულისა და ემოციებისაგან ტიროდა კიდეც.

იმავე წლის მიწურულს კაილი იცინესმა გამოუშვა კრებული, რომელშიც მისი 200 რეცეპტია თავმოყრილი. კრებულის სახელწოდებაა The Bikini Body 28-Day Healthy Eating & Lifestyle Guide (ბიკინისათვის სხეულის მოსამზადებელი 28-დღიანი ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების სტილის სახელმძღვანელო). წიგნის სქელყდიანი გამოცემაც კი ბესტსელერი გახდა.

მილიონობით ფანის სასიხარულოდ, მიუხედავად თავისი დიდი პოპულარობისა და სიმდიდრისა, კაილი იცინესი მაინც ახერხებს თავის ონლაინმიმდევრებთანსიახლოვის შენარჩუნებას. კაილის უყვარს გულის ფორმის თვალებიანი ემოჯის, ფიტნესრჩევების, ხილით სავსე სინის, სანაპიროს ხედების ფოტოებისა და სამოტივაციო ციტატების დაპოსტვა. კაილი იცინესის ონლაინმაუწყებლობა კვლავაც აქტუალურია მისი ერთგული მიმდევრებისთვის.

“თქვენ ხართ საკმარისად კარგი, საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად ლამაზი და საკმარისად ძლიერი, – ეს პოსტი ამა წლის მარტში კაილი იცინესმა თავის 11.4 მილიონ მიმდევარსმიუძღვნა. – დაიჯერეთ ეს და ნურასოდეს დაუშვებთ იმას, რომ საკუთარ თავში დაურწმუნებლობამ ცხოვრება დაგინგრიოთ”. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *