ივლისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.9 პროცენტით გაიაფდა

ივლისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.9 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6%-ით არის გაძვირებული.

ივლისში ფასების შემცირება ძირითადად სურსათის გაიაფებამ გამოიწვია. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-18%), ხილი და ყურძენი (-9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.3).

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს (17.3%-ით) ფასები გაიზარდა.  ტრანსპორტის 12.6%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 7.1%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 6.9%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.4%-ით გაიაფდა.

2010 წელთან შედარებით დღეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.