ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივლისში წინა წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა. 7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.1%-ია.

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.6%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები