საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 301.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 1.6%-ით არის შემცირებული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულად გზავნილებში 25 ქვეყნის წილი 96.6%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ივლისში ყველაზე მეტი, 73.82 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 24.52%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იტალიაა, საიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამაც 45.34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მესამე პოზიციას კი ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს საქართველოში გადმორიცხული 40.03 მილიონი აშშ დოლარით.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხას, ამ მაჩვენებელმა ივლისში 28.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემს 2.5%-ით აღემატება.
ტოპ-25 ქვეყანა, საიდანაც ივლისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
#1 რუსეთი $73.82 მილიონი
#2 იტალია $45.34 მილიონი
#3 აშშ $40.03 მილიონი
#4 საბერძნეთი $21.64 მილიონი
#5 გერმანია $20.54 მილიონი
#6 ისრაელი $17.75 მილიონი
#7 ყაზახეთი $16.38 მილიონი
#8 თურქეთი $8.8 მილიონი
#9 ესპანეთი $5.98 მილიონი
#10 საფრანგეთი $4.79 მილიონი
#11 გაერთიანებული სამეფო $4.78 მილიონი
#12 ირლანდია $4.26 მილიონი
#13 აზერბაიჯანი $3.44 მილიონი
#14 ყირგიზეთი $3.35 მილიონი
#15 ერაყი $2.91 მილიონი
#16 პოლონეთი $2.69 მილიონი
#17 კანადა $2.39 მილიონი
#18 კვიპროსი $1.86 მილიონი
#19 იორდანია $1.65 მილიონი
#20 ნიდერლანდები $1.64 მილიონი
#21 სომხეთი $1.56 მილიონი
#22 არაბთა გაერთიანებული საამიროები $1.53 მილიონი
#23 საუდის არაბეთი $1.34 მილიონი
#24 ტაჯიკეთი $1.29 მილიონი
#25 ბელგია $1.16 მილიონი