ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა 68% შეადგინა

ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა 68% შეადგინა

2016 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 280 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 43 მლნ დოლარით შემცირდა. 2015 წლის ივნისთან შედარებით, 2016 წლის ივნისში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 224 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 575 მლნ დოლარით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 68% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.6% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 10.6 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.9 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2016 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ია, ერთი წლის წინ 4.4% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.2%-ია, ერთი წლის წინ 7.3% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *