საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის ივნისში 2018 წლის ივნისთან შედარებით 8.5 მლნ დოლარით, 6%-ით გაიზარდა. ივნისში სულ 144 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
4.4 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 6 თვეში 15 მლნ დოლარით (7%-ით) შემცირდა.
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 0.4 მლნ დოლარით ნაკლებია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
იანვარ-ივნისში, ჯამში, 806 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 8%-ით (60 მლნ დოლარით) მეტია.
ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, ყირგიზეთიდან, პოლონეთიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ივნისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | 2018 ივნისი | 2019 ივნისი | ზრდა |
იტალია | 15.6 | 19.3 | 3.7 |
საბერძნეთი | 13.9 | 17.1 | 3.2 |
ყირგიზეთი | 0.6 | 2.0 | 1.4 |
პოლონეთი | 1.6 | 2.9 | 1.3 |
აშშ | 14.2 | 15.3 | 1.1 |
უკრაინა | 2.4 | 3.3 | 0.9 |
საფრანგეთი | 1.6 | 2.4 | 0.8 |
ესპანეთი | 3.5 | 4.2 | 0.7 |
ყაზახეთი | 1.5 | 2.2 | 0.7 |
გერმანია | 3.6 | 4.0 | 0.4 |
წყარო: ეროვნული ბანკი