საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. 6 თვის ჯამში, იანვარ-ივნისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5%-ია.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა უკრაინა-რუსეთის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.5%-მდე შეამცირეს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
