საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით 17%-ით (17 მლნ დოლარით) გაიზარდა. ივნისში სულ 118 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები 104 მლნ დოლარით (20%-ით) გაიზარდა და ჯამში 629 მლნ დოლარი შეადგინა.
საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის ივნისში, 2016 წლის ივნისთან შედარებით, ისრაელიდან ჩამორიცხვები 5.4 მლნ დოლარით გაიზარდა, რუსეთიდან 3.7 მლნ დოლარით, თურქეთიდან და იტალიიდან შესაბამისად 1.7 და 1.6 მლნ დოლარით გაიზარდა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | ივნისი, 2016 | ივნისი, 2017 | ზრდა |
ისრაელი | 5.1 | 10.4 | 5.4 |
რუსეთის ფედერაცია | 35.8 | 39.4 | 3.7 |
თურქეთი | 7.8 | 9.5 | 1.7 |
იტალია | 10.2 | 11.8 | 1.6 |
აშშ | 10.7 | 12.2 | 1.5 |
წყარო: ეროვნული ბანკი