ჯეფ ბეზოსის ქონება $200 მილიარდს გადასცდა

ჯეფ ბეზოსის ქონება $200 მილიარდს გადასცდა

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ერთადერთი ამერიკელია, რომლის ქონებაც, ყველა არსებული აქტივებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, $200 მილიარდს აღემატება. Forbes-ის რეიტინგით, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანის ქონების ზრდაზე დადებითად მის მიერ დაარსებული ტექნოლოგიური გიგანტის აქციების შედეგებმა იმოქმედა.

Forbes-ის მონაცემებით, ბეზოსის ქონება $2 მილიარდით, დაახლოებით $201 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა ამის შემდეგ მცირედით შემცირდა და ახლა, $200.3 მილიარდს შეადგენს. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების $200-მილიარდიანთა კლუბში, ამერიკელი ფრანგ მილიარდერს, LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნოს შეუერთდა.

საერთო ჯამში, ერთი წლის ინტერვალით, ბეზოსის ქონება $85 მილიარდითაა გაზრდილი. ძირითადად სწორედ Amazon-ის წყალობით, სადაც მისი აქციების ფასი 2023 წლის დასაწყისის შემდეგ გაორმაგებულია. ამის მიუხედავადაც, ბიზნესმენი $21 მილიარდით ნაკლებს ფლობს, ვიდრე 2024 წლის რეიტინგით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო, რომლის ქონებაც $221 მილიარდს აღემატება.

მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის წოდების მოპოვება კი ბეზოსმა მასკთან მჭიდრო კონკურენციის პირობებში მოახერხა. განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რეიტინგის ტოპ-სამმა პოზიციები არაერთხელ გაცვალა.

მათ შორის წლის დასაწყისშიც, ილონ მასკი ჯეფ ბეზოსზე $76 მილიარდით მდიდარი იყო. თუმცა Tesla-ს აქციების ფასი, რომელიც მასკის სიმდიდრის ძირითად წყაროს წარმოადგენს, ერთი წლის ჭრილში 33%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც Amazon-ის პირიქით, 20%-ით გაიზარდა.