კალიფორნიის Disneyland-ი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 30 აპრილს გაიხსნება

კალიფორნიის Disneyland-ი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 30 აპრილს გაიხსნება

კალიფორნიაში მდებარე Disneyland-ი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 30 აპრილს გაიხსნება. ამის შესახებ Disney-ში განაცხადეს. კომპანიაში ამბობენ, რომ ორი თემატური პარკი – Disneyland Park-ი და Disney California Adventure-ი 15%-იანი დატვირთვით იმუშავებს, ვინაიდან კალიფორნიის შტატში გარკვეული კოვიდ-შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.

29 აპრილიდან Disneyland-ის კომპლექსში შემავალი სასტუმროებიც გაიხსნება. რაც შეეხება Disneyland-ის საშოპინგო და სავახშმო სივრცეებს, ისინი გასული წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს.

ლოქდაუნის დასრულების შემდეგ, სამუშაოს Disneyland-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომელი დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ პანდემიის კრიზისის გამო, კომპანიას აშშ-ში დაახლოებით 32 000 თანამშრომლის დროებით ან სამუდამოდ დათხოვნა მოუწია.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის Disneyland-ის პარკების გახსნის შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ პარიზის Disneyland-ი დარჩება დაკეტილი. ეს უკანასკნელი 2 აპრილს გეგმავდა გახსნას, თუმცა, ეპიდვითარების გამო, გახსნის თარიღმა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.