კალიფორნიული კომპანია რძის პროდუქტებს ცხოველური რძის გარეშე აწარმოებს

კალიფორნიული კომპანია რძის პროდუქტებს ცხოველური რძის გარეშე აწარმოებს

კალიფორნიული კომპანია „Perfect Day“ რძის ცილის დასამზადებლად სოკოებს იყენებს. სოკოებს ძროხის რძის ცილის იდენტური მოლეკულები აქვს, რაც ტექნოლოგიურად იძლევა რძის პროდუქტების, იოგურტისა და ყველის დამზადების საშუალებას. კვებისა და ტექნოლოგიების სტარტაპს რძის ალტერნატივა უფრო მაღალ დონეზე აჰყავს.

Perfect Day-მ შეძლო გენების შეგროვება, რომელმაც კოდირება გაუკეთა შრატის ცილას ძროხის რძეში, შემდეგ კი ეს ყველაფერი სოკოებთან თანხვედრაში მოიყვანა. როდესაც სოკოები ფერმენტაციის ავზებში იზრდება, ის შრატის ცილას წარმოქმნის. ხოლო წარმოქმნილი ცილა იფილტრება და შრება, რის შემდეგაც ფხვნილად გადაიქცევა. ფხვნილს კი რძის პროდუქტების, იოგურტისა და ყველის დასამზადებლად იყენებენ. ამ ტექნოლოგიით დამზადებული რძის პროდუქტები უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჰონგ-კონგშიც იყიდება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, რაიან პანდაიას განმარტებით, აღნიშნული ტექნოლოგია ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას მიირთვას რძის პროდუქტები და ამავდროულად იზრუნოს საკუთარ პლანეტასა და ცხოველთა სამყაროზე.

მიუხედავად იმისა, რომ Perfect Day-ის ცილა არ შეიცავს ლაქტოზას, ჰორმონებსა და ქოლესტერინს, მისი მიღება რძეზე ალერგიული ადამიანებისათვის მაინც საზიანოა და არ არის მიზანშეწონილი. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესში ცხოველები არ არიან ჩართულნი, კომპანიის ხელმძღვანელის თანახმად, პროდუქცია ვეგან-მეგობრულია.

გარდა ამისა, ტექნოლოგია კარგია გარემოსთვისაც. წარმოებიდან ცხოველების ამოღებით, რძის დამზადება ბევრად უფრო ეფექტურია. რაიან პანდაიას განცხადებით, კომპანია 97%-ით ნაკლებ სასათბურე გაზებს გამოყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *