ხორბლის ექსპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა

ხორბლის ექსპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა

2017 წელს მსოფლიოში ხორბლის ექსპორტმა 39 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა. ექსპორტის ნახევარი ევროპის ქვეყნებზე მოდის, თუმცა ხორბლის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას – საფრანგეთს,  ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ში მე-5 ადგილი უჭირავს.

ცალკე აღებული ქვეყნების მიხედვით ხორბლის ექსპორტით აშშ-ია პირველ ადგილზე. 2017 წელს აშშ-მა 6.1 მილიარდი დოლარის ხორბალი გაიტანა ექსპორტზე, რაც მსოფლიო ექსპორტის 15.7%-ია.

მეორე ადგილზე რუსეთია – 5.8 მილიარდიანი ხორბლის ექსპორტით. ხოლო მესამეზე კანადაა 5.1 მილიარდი დოლარით. უმსხვილეს ექსპორტიორებში ხვდება უკრაინაც, რომელიც მე-6 ადგილს იკავებს 2.8 მილიარდი დოლარის ხორბლის ექსპორტით.

ცხრილი: ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორები, 2017 წელი

ქვეყანა

მილიარდი აშშ დოლარი

აშშ

6.1

რუსეთი

5.8

კანადა

5.1

ავსტრალია

4.7

საფრანგეთი

3

უკრაინა

2.8

არგენტინა

2.4

გერმანია

1.6

რუმინეთი

1.1

ბულგარეთი

0.8