ხუთთვიანი კლების შემდეგ ივნისში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები გაიზარდა

ხუთთვიანი კლების შემდეგ ივნისში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები გაიზარდა

2015 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით. ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 88 მილიონი დოლარით (4%-ით) გაიზარდა.

2014 წლის დეკემბრის შემდეგ უცხოური ვალუტის რეზერვები ყოველთვიურად მცირდებოდა და ჯამში 306 მილიონი დოლარით შემცირდა. ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 547 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

ივნისის ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2281 მილიონი დოლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.