უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა. აღნიშნულის შემდეგ აშშ-ის საკანონმდებლო ორივე პალატას, სენატსა და კონგრესს, რესპუბლიკელები აკონტროლებენ. დამატებით, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარტიას ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ კონგრესში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს 218 მანდატი სჭირდებოდათ, სენატში კი ეს რიცხვი 51-ს შეადგენდა. არჩევნების შედეგად კი ორივე პალატაში მანდატების უმრავლესობა სწორედ რესპუბლიკელმა კანდიდატებმა მოიპოვეს.
პოლიტიკური ანალიტიკოსები შიშობენ, რომ აღნიშნული მოცემულობის გამო, ტრამპი არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს უფრო მარტივად მიიღებს. სენატისა და კონგრესის მხარდაჭერის მოპოვება მისი განკარგულებების დასამტკიცებლად დიდ წინააღმდეგობებს არ გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის კონგრესში უმრავლესობას ასევე რესპუბლიკელები ფლობდნენ. თუმცა ამ მოცემულობას სენატში დემოკრატთა უმრავლესობა აბალანსებდა.