კორუფციის რეიტინგში საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაურესდა

კორუფციის რეიტინგში საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაურესდა

21 თებერვალს კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსი გამოქვეყნდა, რომლის თანახმად 2017 წელს კორუფციის დაბალი დონით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზე იყო (56 ქულით). 2016 წელს საქართველოს 57 ქულა ჰქონდა და 44-ე ადგილი ეკავა, ანუ  ქულის შემცირებას პოზიციის 2 ადგილით გაურესება მოჰყვა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქვეყნების კორუფციის დონის რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. რეიტინგი კორუფციის აღქმის ინდექსს ( Corruption Perceptions Index) ეფუძნება. ინდექსში კორუფცია განმარტებულია, როგორც საჯარო (პოლიტიკური) ძალაუფლების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. კვლევის შედეგები მოსახლეობის და ექსპერტების გამოკითხვას ემყარება. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაქსიმალური ქულაა 100 და ნიშნავს კორუფციისგან სრულად თავისუფალ ქვეყანას. 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა 89 ქულით პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა.

რეიტინგის ბოლო ადგილს (180-ე) სომალი იკავებს 9 ქულით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.