კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის 30 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის 30 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის 30 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. 5 წლიანი შეთანხმების მიზანია საქართველოში აგრო სექტორში მოღვაწე მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე, ახალგაზრდა მეწარმეთა Covid-19-ის გავლენასთან გამკლავების მხარდაჭერა. FMO-სა და კრედო ბანკის 4 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა 105 მილიონის ოდენობის ინვესტიაციას ითვლის, რომელიც ხმარდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების განვითარების ბანკს გასულ წლებში ერთად განხორციელებული პროექტებისთვის. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ მნიშვნელოვან გარიგებას, რომელიც დაეხმარება კრედო ბანკს და ჩვენს მომხმარებლებს მიმდინარე გლობალური გამოწვევის დაძლევაში. ლარში დენომინირებული კიდევ ერთი სესხი ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ხარისხიანად წარმართვაში, რაც მაღალპროდუქტიული მოსავლის მიღების საწინდარია. სასოფლოსამეურნეო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერაკრედოს, როგორც  აგრო დაკრედიტების ლიდერი ბანკის უმთავრესი ამოცანაა.“ – განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

FMOს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორმა, ჰუიბ-იან დე რუიტერმა აღნიშნა: “Covid-19-ის პანდემია, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი, ნომერი პირველი საზრუნავია დღეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანმდევი ნეგატიური ეკონომიკური მოვლენების შემსუბუქება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთ ვოლატილურ და ცვალებად პერიოდში გვერდით ვუდგავართ კრედო ბანკსა და მის მოხმარებლებს. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე მეტად განიცდიან წნეხს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ მხარს ვუჭერთ სასოფლოსამეურნეო სექტორსა და ახალგაზრდა მეწარმეებს, რათა მათ ადვილად შეძლონ ამ რთულ ვითარებასთან გამკლავება“.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 72 სერვისცენტრის საშუალებით, კრედო ბანკი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.

FMO-ს შესახებ

ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) წარმოადგენს საერთაშორისო განვითარების ბანკს. FMO კაპიტალს აბანდებს განვითარებადი ქვეყნების კომპანიებსა და საფინანსო დაწესებულებებში. თავისი 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით FMO მსოფლიოში ერთერთი უდიდეს კერძო სექტორის განვითარების ბანკია. FMO-ს მისიაა გამორჩეული კომპანიების შექმნა, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.fmo.nl