Lamborghini 2030 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს

Lamborghini 2030 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს

ძვირად ღირებული სპორტული ავტომობილების  მწარმოებელი იტალიური ფირმა Lamborghini-ის  განცხადებით, კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე მომავალი ათწლეულიდან გადავა.

სამშაბათს კომპანიის წარმომადგენლებმა სამეტაპიანი გეგმა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, Lamborghini ჰიბრიდულ მოდელებზე ელექტრომობილების გამოშვებამდე იმუშავებს.

Lamborghini-ის აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი, აცხადებს, რომ კომპანიისთვის ეს გეგმა ახალი კურსია, რომელიც CO2-ის ემისიას შეამცირებს. “აღნიშნულით ჩვენ წვლილი შეგვაქვს მდგრად განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში“, – ამბობს შტეფან ვინკელმანი.

ცნობისთვის, Lamborghini-ის გეგმის პირველ ეტაპზე კომპანია ორ ახალ მანქანას გამოუშვებს V12 მოდელის ხაზში – 2021 და 2022 წელს. შემდეგი ეტაპი, Lamborghini-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით,  „ჰიბრიდული გადასვლაა“.  2024 წლისთვის კომპანია ჰიბრიდული ავტომობილების სერიულ წარმოებას გეგმავს. შტეფან ვინკელმანის თქმით, 2025 წლისთვის კომპანიის მიზანი CO2 -ის ემისიის 50%-მდე შემცირებაა. აღნიშნული ეტაპის განსახორციელებლად $1.83 მილიარდია გათვალისწინებული, რაც მთელ საავტომობილო ინდუსტრიაზე მოახდენს გავლენას.

მესამე და ბოლო ეტაპი გულისხმობს 2030 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებას, რაც Lamborghini-ის ახალი პროდუქციისთვის წარმატებული მომავლის მომტანი იქნება.