LiveSupport - ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ

LiveSupport - ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ

თანამედროვე მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება ბიზნესი ან საქმიანობის სფერო, რომლის მიდგომები და სამუშაო ყოველდღიურობა გაციფრულებული არ არის. რასაკვირველია, ანალოგიური ძვრები ხდება ადგილობრივ ბაზარზეც, სადაც ყოველდღე ვიგებთ ახალი, ქართული ბრენდის დაარსების, ან უკვე არსებული კომპანიის სერვისების გაციფრულების შესახებ. დიგიტალიზაციის ტენდენციამ განსაკუთრებულად ინტენსიური სახე პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიიღო, როდესაც აღმასრულებელმა მენეჯერებმა საქმის კეთების ძველებური მიდგომები გადააფასეს და სამყაროს მიერ შეთავაზებული ახლებური პრიზმიდან შეხედეს წლობით ნაშენები ბრენდების განვითარების შემდგომ ეტაპს. ტექნოლოგიური ევოლუციის ამ ტურბულენტურ კონტექსტში კი, ცხადია, კრიტიკული მნიშვნელობის გახდა კომპანიების სრული პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა. ზოგს ამის მისაღწევად შიდა კადრი აჰყავს, ზოგი კი გარე კომპანიას მიმართავს დახმარებისთვის. თუმცა ყველა თანხმდება, რომ დღესდღეობით, გამართულად აწყობილი IT სისტემა პირდაპირპროპორციულია ბრენდის თუ პროდუქტის გრძელვადიან წარმატებასთან.

საქართველოში მრავალი კომპანიაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს IT მომსახურებას სთავაზობს. ამ ჩამონათვალში კი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი LiveSupport-ს უკავია, რომელიც მრავალფეროვანი სერვისებით და ბიზნესთან ინდივიდუალური მიდგომებით ტექნოლოგიების სფეროში ახალ სიტყვას ამბობს. სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, კომპანია კლიენტებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. IT აუდიტი და კონსალტინგი, სერვერების გამართვა, ქსელის მოწყობა და ოპტიმიზაცია, IT პროცესების ადმინისტრირება – ეს LiveSupport-ის სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დამკვეთის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე იზრდება ან იცვლება. ინდივიდუალური ქეისიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიკური, კონკრეტულ პრობლემაზე მორგებული სერვისის შემუშავებაც, რისი წარმატებული გამოცდილებებიც კომპანიას უკვე მრავლად აქვს დაგროვებული. აღსანიშნავია, რომ  LiveSupport-ის პორტფოლიო უკვე 50-ზე მეტ კმაყოფილ კლიენტს ითვლის – მომსახურებით სარგებლობენ განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები, იქნება ეს საკონსულტაციო ფირმა, ტანისამოსის მაღაზია, სპორტ დარბაზი, აუდიტორული კომპანია, ქოლ-ცენტრი თუ სხვა.

ჩვენი მისიაა, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენელ ადგილობრივ კომპანიებს დავეხმაროთ წარმატების აქსელერაციაში და მივცეთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ არ ჩამორჩნენ თანამედროვე სამყაროს განვითარებას. სწორედ ამაზე მეტყველებს ბრენდის სლოგანიც – “ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ“. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მუდმივი საქმიანი ურთიერთობა და მრავალფეროვანი ამოცანების გადაჭრა საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად ახლებურ გამოწვევებს შევეჭიდოთ და ზუსტად ვიცოდეთ, რა ვექტორისკენ იღებს გეზს ჩვენი სფერო ახლო თუ შორეულ მომავალში. ამ გამოცდილების პარტნიორებისთვის გაზიარება და მათი ყოველდღიურობის პრაქტიკაში დანერგვა კი ჩვენი კომპანიის წარმატების უმთავრესი ფაქტორია. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში 25 წელიწადზე მეტია ვმუშაობ და მითანამშრომლია როგორც ადგილობრივ, ისემოწინავე საერთაშორისო კომპანიებთან, რამაც შეუფასებელი, უნიკალური ცოდნა და გამოცდილება მომცა. მიხარია, რომ ახლა ამ ყველაფრის გაზიარება სხვა ბიზნესებისთვისაც შემიძლია – გიორგი ჯახველაძე, LiveSupport-ის დამფუძნებელი.

კომპანიაში, გიორგისთან ერთად, კიდევ 10 ინჟინერი მუშაობს, რომლებიც ერთობლივი ძალებით დინამიკურ და სწრაფად განვითარებად გუნდს ქმნიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეული 2000-იანი წლებიდან ეუფლებიან პროფესიას და ფეხდაფეხ მოჰყვებიან ყველა იმ ახალ ტენდენციას თუ მოთხოვნას, რასაც ბაზარი ქმნის.

“LiveSupport-ის დაარსების დღიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციური კლიენტებისთვის ხარისხის სრული გარანტიის მიცემა იყო. ვფიქრობ, ნებისმიერი ღირებულება ფასს კარგავს, თუ შენი კლიენტი იმ სტანდარტს ვერ მიიღებს, რისი მოლოდინიც შეუქმენი. ამის მისაღწევად დამჭირდა ბაზარზე საუკეთესო პროფესიონალები მომეძიებინა და დამერწმუნებინა, რომ LiveSupport- ჩემთან ერთად შეექმნათ და განევითარებინათ. ეს არც თუ ისე მარტივი პროცესი იყო, თუმცა ნამდვილად ღირდაახლა მყავს მართლაც საოცნებო გუნდი, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, სფეროსადმი მუდმივი ცნობისმოყვარეობით და ერთმანეთისადმი პატივისცემით გამოირჩევა.” – გიორგი ჯახველაძე LiveSupport-ის კორპორაციულ კულტურაზე საუბრობს.

კომპანიის ერთ-ერთ უმთავრესი უპირატესობა არის მისი მიდგომა კლიენტის სპეციფიკური პრობლემისადმი. ყველა ბიზნესს აქვს კონკრეტული მიზანი და გამოწვევები და LiveSupport-იც სწორედ ამ მოცემულობებს ერგება. ყველა ბრენდი უნიკალურია და, შესაბამისად, თითოეული მათგანი ცალკეულ ანალიზს მოითხოვს.

ჩემთვის უპირველესი პრიორიტეტი კლიენტის სამუშაო რეალობის სრულფასოვნად შესწავლას და შეფასებას ენიჭება. ვფიქრობ, ამა თუ იმ გამოწვევის გადაჭრის იდეალური გზები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დასვამ სწორ კითხვებს და პასუხებსაც გულდასმით მოუსმენ. ასე ახერხებს გუნდი, რომ სიღრმისეულად ჩასწვდეს პრობლემის არსს და შექმნას ისეთი სერვისები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამკვეთის მოთხოვნას 100%-ით დააკმაყოფილებს. ხუთ წელზე მეტია, რაც  LiveSupport-ში ამ პრინციპით ვაკეთებთ საქმეს და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით ინდივიდუალური მიდგომის უპირატესობაში” – იაგო შიოლაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.

LiveSupport-ი მრავალფეროვან IT სერვისებთან ერთად, კომპანიებს ისეთ გადაწყვეტილებებსაც სთავაზობს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შიდა საორგანიზაციო სტრუქტურის მოსაწესრიგებლად და მის შესანარჩუნებლად. მაგალითად, თუ კომპანიაში გსურთ თანამშრომელთა აღრიცხვის მოქნილი სისტემა გქონდეთ, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზაციაში დაგეხმარებათ, LiveSupport-ი ამ მიმართულებითაც გაგიწევთ მომსახურებას. ასევე, საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა რიგები სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. LiveSupport-ი კლინიკებს, ბანკებს, სახელმწიფო დაწესებულებებს სთავაზობს რიგის მართვის სისტემას, რომელიც არეგულირებს ადამიანების ნაკადს და ასევე იძლევა უტყუარ სტატისტიკურ რეპორტინგს სამუშაო პროცესების შესახებ. ამ და სხვა გადაწყვეტილებების აღმოჩენას, უფრო დეტალურად, საიტზე შეძლებთ.

როგორც გიორგი ჯახველაძე აღნიშნავს, “IT მომსახურების აუთსორსინგზე გატანა, შიდა კადრის აყვანასთან შედარებით, 60%-ით ამცირებს კომპანიის ხარჯებს.” ბუნებრივია, ერთ ადამიანს ფიზიკურად ვერ ექნება იმხელა კომპეტენცია, როგორც რამდენიმე პროფესიონალს. LiveSupport-ი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, რაც სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის გარანტია. ამასთან, LiveSupport-ი თავის პარტნიორებს სთავაზობს 24-საათიან მომსახურებას კვირის ყველა დღეს, რაც ერთ-ერთი უპირატესი კომფორტია. ისეთ კომპლექსურ სისტემებში, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიები აერთიანებს, არასდროს იცი როდის დაგჭირდება სასწრაფო დახმარება; პრობლემის მყისიერი აღმოფხვრა კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს. LiveSupport-ში ინციდენტების 90% დისტანციურად 10 წუთის განმავლობაში გვარდება, ხოლო ადგილზე მისვლის დრო მაქსიმუმ 2 საათით განისაზღვრება.

LiveSupport-ი 2023 წელს საინტერესო გამოწვევებისთვის მზად არის. მთავარი მიზანი ისეთი სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობაა, საიდანაც LiveSupport-ის გუნდი ახალი ცოდნის წამოღებას შეძლებს, რათა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს მომსახურების სპექტრი. თუ ხართ კომპანიის დამაარსებელი ან აღმასრულებელი მენეჯერი და ეძებთ სრულფასოვან IT მომსახურებას, LiveSupport-თან დაკავშირება მარტივად შეგიძლიათ. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *