უცხოეთში დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის მაისში წინა წლის მაისთან შედარებით ფულადი გზავნილები 29 მლნ დოლარით (23%-ით) შემცირდა. იანვარ-მაისში კი ჯამში 132 მლნ დოლარით (23%-ით) შემცირდა.
უცხოეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 26.6 მლნ დოლარით შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია, საბერძნეთიდან 2.4 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1.5 მლნ დოლარით.
ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 8 თვეში გზავნილები 200 მლნ დოლარით არის შემცირებული.