საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, 2020 წლის მაისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა. ხუთი თვის ჯამში, იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 11.5%-ია. მაისში დაფიქსირებული ასეთი მაღალი ზრდის ტემპი პირველ რიგში 2020 წლის საბაზისო ეფექტით არის გამოწვეული. გასული წლის მაისში პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკა 2019 წლის მაისთან შედარებითაც გაზრდილია 8.8%-ით.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მსოფლიო ბანკი კი საქართველოს ეკონომიკის 4.5%-ით ზრდას პროგნოზირებს.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი