2015 წლის მარტში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 233 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან ლარში განხორციელებული დეპოზიტები 6.6 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში განხორციელებული – 226 მილიონი ლარით. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 1.2% პუნქტით გაიზარდა და 62.7%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლით დოლარიზაციის დონე 2011 წლის მონაცემს დაუბრუნდა.
ჯამში, დოლარში განხორციელებულია 8.9 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.4%.